ჩვენ შევძელით რამდენიმე წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მოგვეძია სარემონტო სამუშაოების წარმოების ის ორგანიზაციული ფორმა , რომელიც ეხმარება დამკვეთს მაქსიმალურად ჩაურევლად აწარმოოს სარემონტო სამუშაოები; სამუშაოების ორგანიზების მაღალი ხარისხი, კვალიფიციური სპეციალისტები, აწყობილი ლოჯისტიკა და წინასწარ მომზადებული დეტალური დიზაინის პროექტი, იძლევა სწრაფად და ხარისხიანად რემონტის დამთავრების გარანტიას; ჩვენ შევძელით მოგვეძიებია კომპანიები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებად ვთვლით და რომლებიც გვაძლევენ სამშენებლო მასალების ხარისხის, ფასის და ასორტიმენტის არჩევის საშუალებას; აღნიშნული ფაქტორი კი გვაძლევს საშუალებას დიზაინერი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და შემოგვთავაზოს საკმაოდ მრავალფეროვანი იდეები.

სამშენებლო-სარეკონსტრუქციო კომპანია "ბაძო" დაფუძნდა 2007 წლის
ნოემბერში. არსებობის დღიდან კომპანიამ თავი წარმოაჩინა, როგორც ბიზნესში საიმედო და სტაბილურმა პარტნიორმა, სამშენებლო სტანდარტებისა და კრიტერიუმების მკაცრმა დამცველმა.
ჩვენი გუნდი წარმოადგენს თანამოაზრეთა კოლექტივს, რომელიც მოწოდებულია გადაწყვიტოს ნებისმიერი სირთულის ამოაცანა. კომპანიის სათავეში დგანან მაღალი პროფესიონალიზმისა და მშენებლობის გამოცდილების მქონე ადამიანები, რაც განსაზღვრავს კომპანიის სტაბილურობასა და იმიჯს სამშენებლო ბაზარზე.
ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა დამკვეთის სურვილების გათვალისწინება და იდეიის რეალიზაცია. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხარისხიანად და სწრაფად.
პროფესიონალური და შემოქმედებითი მიდგომა საქმისადმი ჩვენი წარმატების საწინდარია.
